ჩვენ ვაშენებთ ხიდებს ადამიანებსა და ქვეყნებს შორის

Europework თქვენთვის უფასოდ მუშაობს!

მთავარი გვერდი

ჩვენ ვაშენებთ ხიდებს ხალხსა და ქვეყნებს შორის

Europework თქვენთვის უფასოდ მუშაობს!

მთავარი გვერდი

ერთი ქვეყანა, დაუსრულებელი შესაძლებლობები

Europework თქვენთვის უფასოდ მუშაობს!

მთავარი გვერდი

Wer immer das tut, was er schon kann, bleibt immer das, was er schon ist.

Mark Twain

მთელი გერმანიის მასშტაბით ვმუშაობთ ყველა კლინიკასა და საავადმყოფოსთან

ჩვენ ექიმებისათვის უფასოდ ვმუშაობთ

ხიდების შენება

ხიდი უფრო მეტია, ვიდრე კავშირი ორ წერტილს შორის. თუ დავაკვირდებით, მივხვდებით: ხიდი შესანიშნავი რამაა. ის ძლიერი და გამძლე უნდა იყოს, რათა ემსახურებოდეს დანიშნულ მიზანს. მის გამოსაყენებლად, მომხმარებელი უნდა ენდობოდეს მას. Europework ასეთი ხიდის ფუნქციას ასრულებს. ჩვენ, როგორც დასაქმებისა და კადრების შერჩევის სააგენტო უკვე ათ წელზე მეტია გერმანიაში უცხოელი ექიმების დასაქმებასა და მხარდაჭერაზე ვართ სპეციალიზირებული

რას ვაკეთებთ

Europework გახლავთ გერმანიაში დაფუძნებული უცხოელი ექიმების შრომითი მოწყობის სააგენტო. ჩვენი კომპეტენტური რჩევების და ქსელის წყალობით, მთელ გერმანიას რომ მოიცავს, შემოგთავაზებთ კონტაქტს გერმანიის საავადმყოფოებსა თუ კლინიკებთან. ეს ჩვენს საერთაშორისო ექიმთა კლიენტებს გერმანიის ჯანდაცვის სისტემაზე წვდომას აძლევს.

როგორ გეხმარებით

ჩვენი მომსახურება მოიცავს თქვენ სრულ მხარდაჭერას გერმანიის საავადმყოფოსა თუ კლინიკასთან შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გზაზე.

უცხოელი ექიმებისათვის, რომელთაც სამედიცინო განათლება  ევროკავშირის ფარგლებს გარეთ  მიიღეს

გერმანიის ჯანდაცვის სისტემა საერთაშორისოსთან შედარებით ძალიან მიმზიდველია. დასავლეთ ევროპაში ექიმი-სპეციალისტის დიპლომისშემდგომი განათლება სწავლა დაფინანსებული კვალიფიკაციის ამაღლებაა, აღმოსავლეთ ევროპაში დღემდე არ არის ასე – ამიტომ მას, ვისაც სურს ექიმ-სპეციალისტად აიმაღლოს კვალიფიკაცია, თავად იღებს ამის ხარჯებს.

გერმანია ევროპაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, ვინაიდან გერმანიაში თითქმის ყველა საავადმყოფოს აქვს დიპლომისშემდგომი განათლების ჩატარების უფლებამოსილება, უმცროს ექიმებს ექიმი-სპეციალისტობამდე აუმაღლონ კვალიფიკაცია.  ევროპის დანარჩენ ქვეყნებში მხოლოდ საუნივერსიტეტო კლინიკებს აქვთ დიპლომისშემდგომი სწავლების უფლება.

2000 – ზე მეტი საავადმყოფოთი და 300 სარეაბილიტაციო კლინიკით, გერმანია იდეალური ქვეყანაა ახალგაზრდა ექიმებისთვის, რომელთაც ექიმი-სპეციალისტები სურთ გახდნენ და ამ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე უკვე ძალიან კარგ ყოველთვიურ ხელფასს იღებენ. ამიტომ ბევრი უცხოელი ექიმი კარიერის დასაწყებად გერმანიაში მიდის. პირველ რიგში, იმისათვის, რომ აქ სამედიცინო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლება მიიღონ ან თუნდაც ექიმმა-სპეციალისტებმა თავიანთი ცოდნა გაიფართოვონ.

ჩვენ ვეხმარებით საზღვარგარეთელ ექიმებს:

  1. გერმანული ენის შესწავლაში
  2. პროფესიით მუშაობის უფლების – სამედიცინო საქმიანობის დროში შეზღუდული ლიცენზიის – აპრობაციის  მოთხოვნაში.
  3. სამსახურში მისაღებად პროფესიული განცხადების შედგენაში
  4. რომელიმე გერმანულ კლინიკაში  უმცროსი ექიმის ადგილის მოძებნაში.  
  5. სამსახურში მისაღებად გასაუბრებაზე მომზადებაში
  6. სამუშაო შრომითი ხელშეკრულების შეფასებაში Arbeitsvertrag Beurteilen

განსხვავებები ექიმთა ასოციაციასა და ჯანდაცვის უწყებას შორის

  •  ჯანდაცვის უწყება პასუხისმგებელია პროფესიით მუშაობის უფლების და აპრობაციის სერტიფიკატის შედგენასა და გაცემაზე.
  • ჯანდაცვის უწყება ასევე პასუხისმგებელია ექვივალენტობის ან  დეფიციტის დადგენაზე და ამოწმებს, არის თუ არა სამედიცინო სწავლების საგანამანათლებლო პროგრამა და უწყვეტი განათლების კურიკულუმი  გერმანული სასწავლო გეგმის “ექვივალენტური”.
  • (ქართველ ექიმებს საქართველოში უნდა ჰქონდეთ რეზიდენტურა დამთავრებული)
  • როდესაც თქვენი გერმანულად სრულად ნათარგმნი დოკუმენტები ჯანდაცვის უწყებაში იქნება წარდგენილი. ჯანდაცვის ეს უწყება დაგარეგისტრირებთ  კომპეტენტურ ექიმთა ასოციაციაში. თქვენ თავად ვერ შეძლებთ დარეგისტრირდეთ ექიმთა ასოციაციაში დარგობრივი ენის გამოცდის ჩასაბარებლად, ამის გაკეთება მხოლოდ ჯანდაცვის უწყებას შეუძლია. ექიმთა ასოციაციისაგან მიიღებთ მოწვევას დარგობრივი ენის გამოცდაზე (FSP).
  • მხოლოდ ექიმთა ასოციაცია იბარებს ისეთ გამოცდებს, როგორიცაა დარგობრივი ენის გამოცდა.
  • როგორც კი გერმანიაში ექიმად დაიწყებთ მუშაობას, ხდებით შესაბამისი ფედერალური მხარეს ექიმთა ასოციაციის სავალდებულო წევრი.

უცხოელი ექიმები, რომლებმაც დაასრულეს სამედიცინო სწავლა ევროკავშირის გარეთ მდებარე ქვეყანაში (ე.წ. მესამე ქვეყნები) მხოლოდ დროებით პროფესიით მუშაობის ნებართვას იღებენ გერმანიაში. ეს მოქმედებს ორი წლის განმავლობაში და უკავშირდება კონკრეტულ ფედერალურ მხარეს და, როგორც წესი, ერთ კონკრეტულ  საავადმყოფოს.

უცხოელი ექიმის მიერ გერმანიაში ფეხის მოკიდება

გერმანია ქვეყანაა, რომელიც იყოფა 16 ფედერალურ მხარედ. თითოეულ ფედერალურ მხარეს აქვს საკუთარი ექიმთა ასოციაცია (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეს ექიმთა ორი ასოციაციაც კი აქვს) და საკუთარი ჯანდაცვის ორგანო. თითოეულ ფედერალურ მხარეს აქვს საკუთარი წესები და კანონები, ასევე საკუთარი საიმიგრაციო პროცედურა უცხოელი ექიმებისთვის. გერმანიაში თავისუფლად შეიძლება ვაკანტურ ადგილზე სამუშაოს მოთხოვნა  და ნებისმიერ კვალიფიციურ ექიმს, რომელიც ევროკავშირში მედიცინას სწავლობს, შეუძლია მიიღოს სამუშაო ჩაბარებული დარგობრივი ენის გამოცდის FSP სერთიფიკატით.

1. გერმანული ენის შესწავლა

დარგობრივი ენის გამოცდა (FSP) გერმანიაში

2017 წლის იანვრის შემდეგ ყველა უცხოელმა ექიმმა გერმანიაში აპრობაციის სერთიფიკატის /  პროფესიით მუშაობის უფლების მისაღებად უნდა ჩააბაროს ე.წ. დარგობრივი ენის გამოცდა (FSP). დარგობრივი ენის ეს გამოცდა ყოველ ფედერალურ მხარეში  მხოლოდ შესაბამისი ექიმთა ასოციაციის მიერ ტარდება. პროფესიით მუშაობის უფლების მოთხოვნისათვის საჭიროა გერმანული ენის სერტიფიკატი  B2, თუმცა ლიცენზიის მისაღებად უნდა გქონდეთ C1 დონე, ვინაიდან დარგობრივი ენის გამოცდა FSP C1 ენის დონეს საჭიროებს.

თქვენი მომზადება დარგობრივი ენის გამოცდისთვის ასე უნდა გამოიყურებოდეს:

თქვენ შეგიძლიათ C1-მდე ზოგადი ენის დიპლომი მიიღოთ გოეთეს ენის სკოლაში. ასევე ვიცნობთ კერძო მასწავლებლებს, რომლებსაც შეუძლიათ გერმანული ენა A1-დან C1 დონემდე ონლაინ გასწავლონ.

ჩვენი ექიმებიკლიენტები, რომლებიც უკვე არიან თავიანთ სამშობლოში ექიმი-სპეციალისტები არიან, Europework-ისგან იღებენ პროფესიონალურ ონლაინ მოსამზადებელ კურსებს დარგობრივი ენის გამოცდისათვის.

დარგობრივი ენის გამოცდის მოსამზადებელი კურსები (FSP) თქვენთვის ჩვენს მიერაა ორგანიზებული. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ Europework-დან წინასწარ შეგვიძლია დაგიფინანსოთ ამ მოსამზადებელი კურსების ხარჯები დარგობრივი ენის გამოცდისთვის, რასაც გერმანიაში მუშაობის დაწყების შემდეგ 12 თვეში ყოველთვიური განვადებით აგვინაზღაურებთ.

დარგობრივი ენის გამოცდისათვის მოსამზადებლად გვაქვს ონლაინ ენის სკოლები  გერმანიაში, რომლებიც ეფექტურად მოგამზადებენ დარგობრივი ენის გამოცდისათვის.

კორონას პანდემიის შემდეგ გერმანული ენის გაკვეთილი უმეტესად  ონლაინ მიმდინარეობს. თქვენი საკუთარი კომპიუტერიდან. ამასთანავე გვყავს ბევრი

ენის კერძო გაკვეთილები, რომლებმაც შეუძლიათ A1-C1 დონის გერმანული ენის ონლაინ გაკვეთილები ჩაგიტარონ.

2. აპრობაციის მოთხოვნა

Europework გამოგიგზავნით დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც გესაჭიროებათ სააპრობაციო სერტიფიკატის განცხადებისათვის. შემდეგ ამ დოკუმენტებს გერმანიაში მცხოვრებ და აღიარებულ თარჯიმანს გერმანულად ვათარგმნინებთ, ჩვენ ასევე შეგივსებთ სააპრობაციო განაცხადს თქვენთვის და თარგმნილ დოკუმენტებთან ერთად პასუხისმგებელ ჯანდაცვის უწყებას წარვუდგენთ.

3. პროფესიონალური განაცხადის შედგენა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით  

CV-ის შედგენა;

ახლა გეძლევათ შანსი პირველი კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ!

  • სამოტივაციო წერილი: თქვენი პირადი მიზეზების გასაგებად და დამაჯერებლად აღწერა, თუ რატომ გსურთ იმუშაოთ კონკრეტულ სფეროში და / ან რა გამოცდილება გაქვთ ან უნარებს ფლობთ.
  • ფოტო: დაურთეთ ამჟამინდელი პროფესიონალური ფოტო. გთხოვთ, გაიღიმოთ! ჩაიცვით სუფთა და პროფესიონალური ტანსაცმელი. მამაკაცებისათვის: ჰალსტუხი. ქალებმაც და კაცებმაც, ერთი ფერის ტანსაცმელი.
  • პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა, დაბადების თარიღი, სქესი, ოჯახური მდგომარეობა
  • საუნივერსიტეტო განათლება: უნივერსიტეტის დასახელება, ინტერნეტ-მისამართი /საწყისი გვერდი როდიდან როდემდე (dd.mm.jj – dd.mm.jj)?
  • კარიერა: სამუშაო ადგილები, კვალიფიკაციის ამაღლება, პრაქტიკა, ა.შ. (dd.mm.jj.- dd.mm.jj)
    ყოველთვის მიუთითეთ როდიდან როდემდეა სადაც მუშაობდით  
  • ენები: რომელ ენებზე ლაპარაკობთ, რა დონეზე (A1-C2)?
  • საოპერაციო კატალოგი: ანესთეზიოლოგებისა და ქირურგებისათვის, დაუმატეთ თქვენი საოპერაციო კატალოგი.
  • გთხოვთ, ნუ შეამოკლებთ: ყველაფერი დაწერეთ.

როცა ყველა პუნქტს შეავსებთ, გთხოვთ, თქვენი CV გააგზავნოთ მისამართზე: europework@email.de

თქვენს CV-ის  ვნახავთ და სრულვყოფთ, როგორც კი გადმოგვიგზავნით.

4. გერმანიის რომელიმე კლინიკაში უმცროსი ექიმის ადგილის მოძებნა

Europework უკვე 10 წელზე მეტია გერმანიაში უცხოელი ექიმების დასაქმების სააგენტოდ აქტიურად ფუნქციონირებს.  ამიტომ ჩვენ გვაქვს ყველა კლინიკისა და საავადმყოფოს საკონტაქტო ინფორმაცია ყველა ფედერალურ მხარეში. თითოეული ფედერალური მხარის საავადმყოფოებისა და კლინიკების საკონტაქტო ინფორმაცია  ჩვენს ყოვლისმომცველ მონაცემთა ბაზაში შეტანილი.

5. გერმანიაში სამსახურში მისაღებად გასაუბრებისათვის მომზადება.

ჩვენ აქ განსაკუთრებით კარგად მოგამზადებთ, რადგან გასაუბრება უცხოელი ექიმის მთელი საიმიგრაციო პროცედურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. (გერმანიაში უბრალოდ განსხვავებული წეს-ჩვეულებები და რეგულაციებია, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.)

ხელფასი გერმანიაში. ექიმები ანაზღაურება გერმანიაში.

ანაზღაურება მეტ-ნაკლებად ერთნაირია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ საავადმყოფოში მუშაობთ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში ხართ დაკავებული, ასე რომ ფსიქიატრი ისეთივე ხელფასს იღებს, როგორც ქირურგი. ხელფასს ყოველი თვის ზუსტად 28-ე დღეს მიიღებთ.

უმცროსი ექიმის სახელფასო ჩამონათვალი – 2022წ. ექიმების სატარიფო ხელშეკრულებები/კომუნალური შრომითი კავშირების გაერთიანების სახელფასო სია

1 წელი   სამუშაო გამოცდილება € 4.938,79

2 წელი   სამუშაო გამოცდილება € 5.218,73

3 წელი   სამუშაო გამოცდილება € 5.418,68

4 წელი   სამუშაო გამოცდილება € 5.765,29

5 წელი   სამუშაო გამოცდილება € 6.178,49

6 წელი   სამუშაო გამოცდილება € 6.339,66

ექიმი სპეციალისტები ღებულობენ დაახლოებით €6.518,41 დან დაახლ. € 8.164,68-მდე.

ექიმი-სპეციალისტები  ექვს წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით უფროსი ექიმები ხდებიან. ისინი რამდენიმე უმცროს ექიმზე არიან პასუხისმგებელნი. + € 100.000, –

წამყვანი უფროსი ექიმები (+ € 120.000,-) ყველა უმცროს ექიმზე არიან პასუხისმგებლები.

მთავარი ექიმები, რომლებიც მთელ განყოფილებაზე არიან პასუხისმგებლები, წელიწადში  +€180.000, – გამოიმუშავებენ.

ჩვენ Europework-ში ყველა ღონეს ვიხმართ, რომ პროფესიული გამოცდილება, რომელიც უკვე დააგროვეთ თქვენს სამშობლოში, აღიარებულ იქნეს გერმანიაში. ეს საშუალებას გაძლევთ მიიღოთ € 1,400, -მდე მეტი ანაზღაურება, როგორც კი ექიმად დაიწყებთ მუშაობას გერმანიაში. ჩვენ გაჩვენებთ ამის გზებს.


პიტერ გუველთრუს ფერვაი

დიდად მოხარული ვარ, რომ დაგაწყებინებთ ისეთ სამუშაოს, რომელზეც თქვენ ყოველთვის ოცნებობდით.

ჩემი ცხოვრების გზა აქამდე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მატარებდა. მე დავიბადე ნიდერლანდებში, რამდენიმე წელი კი გერმანიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში (www.MedHunterEurope.com ) ვიმუშავე და ახლაც აქტიურად  ვმუშაობ.

პირად გამოცდილებას, რათა ექიმებს  დავეხმარო გერმანიისაკენ მომავალ გზაზე და გერმანიაში სამედიცინო კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაო ადგილის პოვნაში, და რომელიც მათ პიროვნებასა და ინდივიდუალურ ცხოვრების დაგეგმვას მოერგება. 

10 წელზე მეტია, რაც www.europework.eu-ით, მთელი მსოფლიოდან ექიმების გერმანიაში დასაქმება დავიწყე. მაშინდელი მრავალი უმცროსი ექიმი დღეს ექიმი-სპეციალისტია. მრავალი მათგანი დღეს შვეიცარიაშიc მუშაობს. ყოველი წარმატება მიდასტურებს მოტივაციას, კიდევ უფრო  მეტად გავამახვილო ყურადღება ექიმების გერმანიაში განთავსებაზე.

რატომ? ერთის მხრივ, იმიტომ, რომ მე მაქვს შესანიშნავი ქსელი გერმანიაში და ამიტომ ვიცი, რომ გერმანიაში უამრავი შესაძლებლობა არსებობს. ამასთან, მათი გაცნობა მოითხოვს დიდ დროს და ენერგიას, ასევე მუდმივ ყურადღებას კონტაქტების დამყარებასა და შენარჩუნებაზე. გარდა ამისა, სხვა ქვეყნებში მიღებულმა გამოცდილებამ და მათმა კულტურებმა, ენებმა და წეს-ჩვეულებებმა, უზომოდ გაამდიდრა ჩემი ცხოვრება და კარიერა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბევრ გადაწყვეტილებას თან ახლდა დიდი გაურკვევლობა, მე შევძელი საკუთარი თავის განვითარება ამ გამოცდილების საშუალებით. და თქვენც იმავეს გისურვებთ.

ჩემს საკუთარ გამოცდილებას გამოვიყენებ, რათა თანხლება გაგიწიოთ და დაგეხმაროთ გერმანიაში შესანიშნავი კარიერის შექმნაში.  პირადად გამოვცადე, როგორია, მარტოკა იყო უცხო ქვეყანაში და  ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობდე. თუ გეყოლება ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს მაგ ქვეყანას  და თავადაც გაიარა ეს გზები, ეს ბევრად გაამარტივებს ინტეგრირების პროცესს.

თქვენი პიტერ გუველთრუს ფერვაი

Erfahrungsberichte

Dear Colleagues, So there I was in India desperate to take an Internal Medicine branch in Germany but didn’t know `how’ ! As an aspiring doctor I always wanted to do my post graduation in Internal Medicine. I tried for the same in India for two years. As the system is very much different in India from Germany I would always end up either an interview for Pathology or Pharmacology and I wanted neither of them. I didn’t want to end up as a General physician. Now the question was how do I get into Internal Medicine. So I surfed on internet many websites to find about a possibility to do post graduation outside India. As I was surfing on the Internet I bumped into Pieter’s website: www.europework.eu/de That was really a big turning point for me. He gave a lot of information about the system (for Medical Professionals) in Germany. I started preparing in India as per his guidance. He guided me all the way from German language courses to securing a Visa until I found a job. He even prepared me for the interviews. Of course as an individual you have to do a lot of hard work, but it’s always nice when there is someone to guide you. And Pieter is my Guide. Pieter Verweij is a God sent man for me. Indeed he knows his work very well. Without his guidance it would not have been possible for me to make it in Germany. As he always says ‘Be calm and have patience’. Be sure to be calm and have patience. Rest is hard work and luck. I recommend his guidance for others as well. Thank you Pieter once again.

Dr. M.
from District Surat from State Gujarat India now in Niedersachsen, Germany

Dear colleagues, I would like to write about my private cooperation experience with the agency “Europework” and personally with Mr. P.G.Verweij. My name is Vagan Chartaryan. I was head of the department of Anaesthesia and Reanimation at the University Hospital in Armenia. Owing to the agency “Europework” and Mr. P.G.Verweij’s efforts I am already in the Lower Saxony making preparations for my work as an doctor on favourable working conditions. I found out about Mr. P.G.Verweij from a friend of mine, who had been working for more that one year in Germany, and I am contented with the conditions of my work. Let me note, that many friends of mine are successful thanks to the cooperation with the agency “Europework”. Over the whole period of our cooperation Mr. P.G. Verweij supported me at the organisation – by instructing me on the particular consequential activities, providing me with valuable information and advice, taking a lively interest in my progress, negotiating all details with both parties, he met me on my arrival to Germany and accompanied me to my destinations. It is astonishing, that Mr. P.G. Verweij possesses the required information not only in Germany, but also in Armenia and he is able to find optimal solutions everywhere. Mr. P.G. Verweij has also organized German Language Courses both in Germany and in Armenia. The secretariat of the agency was carrying out training for interviewing, which was a great help in actual practice. Several interviews in different clinics were organised with his help, whereas I chose the one, where I am going to work. Mr. P.G. Verweij’s professionalism allows me to recommend him for a prosperous cooperation. In the person of Mr. P.G. Verweij you will win a very good friend, who will help you during the whole period of your cooperation.

Dr. med. V.
from Armenia now in Niedersachsen

My name is Dr. Vinod Kumar Malik. I come from Haryana in India and I have done my Medical University in Romania. I was highly interested to do my postgraduate studiess in Germany because Germany is famous for structure and high-quality. So I decided to go to Germany and did overhere my German language courses until the C1 level. I started to try to find a postion by myself and I wrote a lot of Letters to a lot of hospitals and I had even one Interview but this was also without any result and I was close to give up after all my struggle to find a postion in Germany. Then I found on the Internet “Europework”and I met in Person the Director,this nice gentleman Mr. Pieter, who gave me hope and adviced me. His secretary practise with me several times “how to do Interviews” in Germany and they made a complete makeover off my CV and we finally found a job where I feel like home! I truely thank Mr. Pieter (Europework) for whatever they did for me and I truely appreciate it . I recommend everyone to go through Europework to FIND your dream job!

Dr. M.
from Hatyana, India now in Saarland, Germany